ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო ვითარებას ჯერ არ აცხადებს

24 იანვარი 2020, 10:03 1535 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება „ძალიან ადრეა''.

ორგანიზაციამ აღიარა, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა საგანგებო კომიტეტში, რომელიც ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო მოიწვიეს. ვითარების განხილვა დღეს გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში