აჭარაში ხანძრის შედეგად დაზარალებული 28 ოჯახისთვის ბიუჯეტიდან 342 665 ლარი დაიხარჯება

23 იანვარი 2020, 10:42 1358 ნახვა

ხანძრის შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 342 665 ლარი გამოეყოფა. გადაწყვეტილება შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. წელს პირველად ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე, რომელთა საცხოვრებელი აღდგენას არ ექვემდებარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარს მიიღებენ, ხოლო საცხოვრებლის აღდგენისთვის მაქსიმალური თანხა 10 000 ლარია.

კომისიამ რამდენიმე ოჯახს უარი უთხრა იმ მოტივით, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ დასტურდებოდა მათი საცხოვრებელი ტერიტორიაზე და ფლობდნენ მუდმივ საცხოვრებელს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი