ჩინეთის ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით მუშაობას წყვეტს

23 იანვარი 2020, 10:32 1804 ნახვა

ჩინეთის ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით მუშაობას წყვეტს - ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. დღეიდან 9 მილიონიან ქალაქში მოძრაობას შეწყვეტენ ავტობუსები, მეტრო და რკინიგზა. გარდა ამისა, უქმდება ავიარეისები უხანიდან ნებისმიერი მიმართულებით.შეზღუდვის დაწესებით ხელისუფლება ცდილობს, კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს. ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაავადების 571 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 17-ს მიაღწია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი