ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17%-ით მეტია.
სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 17% (4114972 ბოთლი), ჩინეთი - 2% (7089259 ბოთლი), აშშ - 48% (678148 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 60% (168307 ბოთლი).
გასულ წელს ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა.