ბათუმში საკანცელარიო მაღაზია გატეხეს და თანხა წაიღეს

22 იანვარი 2020, 11:40 2541 ნახვა

ბათუმში მელიქიშვილის ქუჩაზე დღეს მაღაზია გატეხეს. შემთხვევა დილის საათებში მოხდა. სავაჭრო ობიექტის თანამშრომლებს შესასვლელი კარი ჩამსხვრეული დახვდათ. საკანცელარიო მაღაზიის თანამშრომლის ინფორმაციით, სალაროდან დაახლოებით 100 ლარამდე თანხაა წაღებული.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, მათ მაღაზიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან.

ამ დროისთვის მაღაზიის თანამშრომლები პოლიციაში დაკითხვაში იმყოფებიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი