ევროპარლამენტარებმა ქართულ დელეგაციას დემოკრატიის წესები შეახსენეს

21 იანვარი 2020, 20:04 1314 ნახვა

მწვავე კრიტიკა ამერიკის შემდეგ ახლა უკვე ევროპისგან. ევროპარლამენტარები„ქართულ ოცნებას“ დანაპირების შეუსრულებლობის და პროპორციულ საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო აკრიტიკებენ. ძირითადი აზრი ასეთია - ფაქტია, რომ მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო დაპირების შესრულება, ეს კი საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს. ოცნებას ბრიუსელში დემოკრატიის წესები შეახსენეს.

ქვეყნის ხელისუფლება გააკრიტიკეს აქციების კონტექსტშიც. ახსენეს პროკურატურაში დაბარებული ოპოზიცია და მათი შეფასებით პოლიტიკური პატიმრები. „პარლამენტმა თვითონ დაბლოკა პარლამენტი თავისი სამარცხვინო „თბილისის კედლით “- განაცხადა ერთ-ერთმა სპიკერმა.  „თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ“  მოუწოდა მეორემ - იკითხეს, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე საუბრობს პარალელურად, კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს ხომ არ აწყობდა?

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი