საოკუპაციო ხაზი გუგუთიანთკართან იზრდება

21 იანვარი 2020, 18:21 1220 ნახვა

 საოკუპაციო  ხაზი  იზრდება.  სოფელ  გუგუთიანთკართან დღეს, იმ ტერიტორიაზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ უკანონო ინსტალაციები აღმართეს, ე. წ. მესაზღვრეები აღარ გამოჩენილან. სოფლის პერიმეტრზე დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ლითონის ბოძები დაამონტაჟეს.  უკანონო სამუშაოების შედეგად გუგუთიანთკარელების მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოქცეულა. დღეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტის წევრები ოკუპაციის შედეგებზე ესაუბრნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი