დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე - განცხადებები

15 მარტი 2024, 18:10 464 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობა პოლიტიკური განხილვის თემაა. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებული ბიზნესმენის უწყებაში დასაქმება სისხლის სამართლის დანაშაულია და საკითხთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხიდაშელს, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ უწყებაში აღარ მუშაობს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი