სარფში სიგარეტი უკანონოდ შემოჰქონდათ

21 იანვარი 2020, 10:48 1565 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და პირადი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 10940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი