რა შემთხვევაში მიიღებენ დაჭრილი და დაშავებული სამხედროები ყოველთვიურ დანამატს - კრიტერიუმები განისაზღვრა

20 იანვარი 2020, 17:59 1528 ნახვა

2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200 დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.  

დანამატები შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრა:

საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად:

1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს განესაზღვრათ დანამატი 800 ლარის ოდენობით; 

2. კიდურის ნებისმიერი დონის ამპუტაციის ან თვალის დაზიანების ( ანოფთალმი/სიბრმავე ) მქონე პირებს  განესაზღვრათ დანამატი 600 ლარის ოდენობით; 

3. სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების მძიმე ხარისხ მინიჭებულ პირებს განესაზღვრათ დანამატი 250 ლარის ოდენობით;

4. სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხ მინიჭებულ პირებს განესაზღვრათ დანამატი 200 ლარის ოდენობით;

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი