გომარდული დაცარიელდა-კურორტზე სათხილამურო სეზონი ამ დრომდე არ გახსნილა

19 იანვარი 2020, 12:31 4046 ნახვა

ისევ გაურკვეველია, რა ბედი ეწევა ამ  სეზონზე  კურორტ ,,გომარდულს“.  მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიან აჭარაში საკმარისი თოვლია, სათხილამურო სეზონი  ჯერ არ გახსნილა. 

ადგილობრივები  ტურისტული პოტენციალის მქონე სოფელს ყოველწლიურად ტოვებენ, როგორც ამბობენ მოლოდინი ვერ გამართლდა და  85 ოჯახიანი სოფელი,  თითქმის დაცარიელდა. სააქციო საზოგადოება  ,,გომარდულის“ ერთ-ერთი აქციონერი, მოსახლეობას იმედს ვერ აძლევს.

რამაზ მსახურაძის ინფორმაციით  კურორტს კვლავ ყადაღა ადევს, რომლის გადახდის საშუალება უფუნქციო კურორტის  თანამფლობელებს არ აქვთ.  მისივე ინფორმაციით  მთავრობამ დავალიანება  უნდა შეამციროს ან გადაავადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კურორტის ამოქმედებას ვერ  მოახერხებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში