ასლან ბჟანიას განცხადება - გამოხმაურება ცხინვალსა და თბილისში

17 იანვარი 2020, 19:59 1725 ნახვა

სოხუმი გაკვირვებულია თბილისის მონდომებით პირდაპირი დიალოგის საკითხზე - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციებს აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ასეთი განცხადებით გამოეხმაურა.  ციტატა - “ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებათა ორმხრივი ფორმატის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც მოიცავს აფხაზეთის რესპუბლიკის დეიზოლაციას, რეგიონულ უსაფრთხოებას, ეკოლოგიას და სხვა საკითხებს, რომელსაც უშუალოდ კავშირი აქვს ჰუმანიტარული თანამშრომლობის თემასთან“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ „ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის სხვა პლატფორმების განხილვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, რაც იურიდიულად მხარეებს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას აკისრებს“.  განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟენევის ფორმატში დიალოგს, სოხუმი სასარგებლოდ მიიჩნევს და მისი გაგრძელების მომხრეა. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც დე-ფაქტო  პოლიტკოსებმა, სერგეი შამბამ და ასლან ბჟანიამ ქართულ მედიასთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე ისაუბრეს, მსგავსი განცხადებები ოფიციალურ თბილისშიც გაკეთდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი