უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ერთი სახლის ფასადისთვის

17 იანვარი 2020, 20:15 2250 ნახვა

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, რომელიც ბოლო პერიოდში თითქმის არ ჩანს და კომენტარებს არ აკეთებს, ფეისბუქის გვერდზე ახლახან გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსთაველის ქუჩაზე ორი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა.

არადა რუსთაველის 10 ნომერში დამატებით სამუშაოებს ელოდებიან. ამბობენ, რომ სამუშაოებისას დააზიანეს აივნების და კედლების ნაწილი, ამასთან ჩამოხსნეს კონდიციონერები, რაც უკან არ დაუმაგრებიათ. პრეტენზიების შემდეგ გაირკვა, რომ კომპანია დაზიანებებს გამოასწორებს.

მერიაში შეფერხების მიზეზად საახალწლო განათებებს ასახელებენ. ამასთან, სამუშაოს საბოლოოდ დასრულებისთვის, ზაფხულში შენობაზე ვერტიკალური გამწვანების მოწყობას აანონსებენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი