მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ დღეს გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან არც უარყო და არც დაადასტურა. გახარიამ ჟურნალისტებს მოუწოდა მოითმინონ და დაელოდონ ფინალს.
მედიაში მის პოტენციურ ადგილმონაცვლედ 2 კანდიდატს ასახელებენ:„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მთავრობის ამჟამინდელი შემადგენლობა არჩევნებს ვერ მოიგებს და დიდი ალბათობით, ბევრი მინისტრი შეიცვლება.