გილოცავ საქართველო, ჩვენ უკვე ოლიმპიური თამაშების ოქრო გვაქვს - ისტორიული ოქროს მედალი

15 იანვარი 2020, 22:42 4952 ნახვა

ლოზანაში მიმდინარე ზამთრის ახალგაზრულ ოლიმპიადაზე, ქართველმა მოციგურავეთა წყვილმა, გუნდურ ასპარეზობაში,  ოლიმპიური ოქროს მედლები მოიპოვეს. 

ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ ყინულზე შესანიშნავად იასპარეზეს და საქართველოს ისტორიული მედალი მოუტანეს. სამი დღის წინ,  ამავე ჩემპიონატზე,  მოციგურავეები წყვილთა შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.  ოლიმპიურ თამაშებზე იქროს მედლის მოპოვების  შესახებ,  საქართველოს ფიგურული სრიალის პრეზიდენტი, მაკა გიორგობიანი ავრცელებს.

„გილოცავ საქართველო ჩვენ უკვე ზამთრის  ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოქრო გვაქვს და ისტორიაც დაიწერა ოქროს ასოებით!!! 
Georgian Figure Skating Federation
Maka-Mariam Giorgobiani Salome Chigogidze„ - წერს სოციალურ ქსელში სპორტსმენის მშობელი. 

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში