კრემლის თამაშები - შეფასება ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე

15 იანვარი 2020, 20:26 1240 ნახვა

რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები გულისხმობს ძლიერ პრემიერ-მინისტრს და პუტინისთვის კიდევ ერთ შანსს ლეგალურად დარჩეს ხელისუფლებაში - ასეთია ექსპერტის თენგიზ ფხალაძის შეფასება.კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მისივე თქმით, შეიცვლება, თუ არა რუსეთის კონსტიტუცია, არავითარ შემთხევაში არ ცვლის მოქმედი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, რომელშიც არ ჯდება თავისუფალი, დემოკრატიული და განვითარებული საქართველოს სახელმწიფოს არსებობა. 

ის, რომ პუტინს ვადის ამოწურვის შემდეგ საკუთარი თავის სასარგებლოდ პრემიერის ინსტიტუტის გაძლიერება სჭირდება, ამბობს ნიკა ჩიტაძეც. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის თქმით, ამასთან ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ეცემა, ამიტომ მას განტევების ვაციც სჭირდებოდა, ვისაც იმ მძიმე სოციალურ პირობებს დააბრალებდა, რაც ბოლო პერიოდში შემცირებული ეკონომიკური ზრდითაა გამოწვეული.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი