დაკავებული დეკანოზის ოჯახი და ადვოკატი, აცხადებენ რომ გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ადვოკატის თქმით, დეკანოზი სუსტი ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.
მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი საჩივრის დაკმაყოფილების პრეცედენტები, სამართლებრივ პრაქტიკაში არსებობს. შესაბამის საჩივარზე უკვე მუშაობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და იგი რამდენიმე დღეში საქალაქო სასამართლოში შევა.