დააკავეს პირი, რომელმაც უკრაინული ბოინგის ჩამოგდების მომენტი დააფიქსირა 

15 იანვარი 2020, 11:05 1684 ნახვა

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ დააკავეს ადამიანი, რომელმაც გადაიღო კადრი, სადაც ასახულია, როგორ ხვდება უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავს რაკეტა. ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. 

ირანელი ჟურნალისტი, რომელიც ლონდონში მუშაობს და რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ვიდეო, აცხადებს, რომ მისი წყარო უსაფრთხოდაა და ირანის ხელისუფლებამ აღნიშნული პირი შეცდომით დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ბრალს ეროვნული უსაფრთხოების დარღვევის მუხლით წაუყენებენ.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინცინდენტის გამო რამდენიმე პირი დააპატიმრეს.

პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის გამოძიებას ზედამხედველობას განახორციელებს "სპეციალური სასამართლო".

”ეს არ იქნება ჩვეულებრივი შემთხვევა. მთელი მსოფლიო უყურებს ამ სასამართლოს.” - თქვა მან სიტყვით გამოსვლისას.

ვიდეოს გამოქვეყნებამდე ირანი ირწმუნებოდა, რომ უკრაინული თვითმფრინავი, რომლის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა, მის რაკეტას არ ჩამოუგდია, თუმცა ვიდეოს გამოქვეყნების შემდგე, ირანმა აღიარა, დანაშაული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი