გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ხუთი კანდიდატი წარადგინეს

15 იანვარი 2020, 11:00 1556 ნახვა

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ხუთი კანდიდატი წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, კანდიდატებს შორის არიან: 1. „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე,

2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი რაულ გამისონია;

3. კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია;

4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი პაატა გაბელია;

5. შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი ფიქრია ზირაქაშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოში კანდიდატების წარდგენა 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭო წარმოდგენილი კანდიდატებიდან სამს შეარჩევს, რომელთა შორის ერთი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

საბჭოს მიერ არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერას მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი