საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება, სამართალდამცველების დარღვევათა დაუსჯელობა - HRW

15 იანვარი 2020, 10:19 1607 ნახვა

უფლებადამცველი ორგანიზაცია ჰუმან რაითს ვოჩმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ წელს 100-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობაა შეფასებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა. საუბარია 20 ივნისის მოვლენებზეც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზოგადოების პროტესტი პარლამენტში რუსეთის დუმის დელეგაციის ვიზიტმა გამოიწვია.

ჰუმან რაითს ვოჩის ანგარიშში ნათქვამია, რომ დაფინანსების არარსებობის გამო, ხელისუფლებამ ორჯერ გადადო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის ამოქმედება, რომელიც 2018 წელს სამართალდამცავი ორგანოების და სხვა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოსაკვლევად შეიქმნა.

ანგარიშში საუბარია ევროპული სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებაზეც, რომელმაც „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ საქმეში სამართლიანი სასამართლოს გარანტიის დარღვევა ვერ აღმოაჩინა, რამაც საქართველოს მედიასივრცე შეარყია. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გამოძიების დაჩქარებული წესით წარმოებას ზოგიერთი სამოქალაქო ორგანიზაცია პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, რომლის მიზანი ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის დევნაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში