ჩოხა არა პრეზიდენტის პირად დაცვას, არამედ საპატიო ყარაულს ეცმევა - ჩოხაზე ადმინისტრაციის განმარტება

13 იანვარი 2020, 14:00 2167 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც მისი დაცვისთვის ჩოხის ტარების ვალდებულებას ეხებოდა. პრეზიდენტი ამბობს, რომ კონკრეტულმა მაუწყებელმა ფეიკნიუსი გაავრცელა და მედია საშუალებას ადანაშაულებს არაკომპეტენტურობაში:

"ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოახდინოს.
 
როგორც ჩანს, ფეიკ-ნიუსის ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის.
 
ცერემონიების დროს ჩოხის გამოყენება არის ქართული ტრადიციების პატივისცემა, გარდა იმისა, რომ ეს ცრუინფორმაცია ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ის შეურაცხყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ქართულ ტრადიციებს" - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პრეზიდენტის განმარტებით, ჩოხა საპატიო ყარაულს ოფიციალურ ცერემონიებზე ეცმევათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი