ხელვაჩაურში, სოფელ მახოში ქარმა მცირე ზომის ხე მოგლიჯა, რის გამოც ჩაიკეტა გზა და დაზიანდა წყლის მილი.
მერიის ინფორმაციით, საავტომობილო გზა ბრიგადებმა უკვე მოაწესრიგეს, ამ ეტაპზე კი წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა გვიან რამით ქობულეთშიც. სახლთან მეწყერი ჩამოწვა.
აჭარის მაღალმთიანეთში მეორე დღეა თოვს. შუახევის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს.
ფოტო: არქივი