მეწყერი ხალაში - გორჯელაძეების ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი

13 იანვარი 2020, 00:06 2100 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ხალაში ძლიერი წვიმის შედეგად გორჯელაძეების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი განვითარდა. მიწის მასა სახლის ფერდთან ჩამოწვა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ოჯახი ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. 

"შესაბამისი ტექნიკა მიწის მასის გაწმენდას, დილიდან დაიწყებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან. წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად კი განხორციელდება შემდგომი სამუშაოები" - წერია ქობულეთის მერის განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი