საპენსიო სააგენტო ახალ დირექტორს ეძებს

11 იანვარი 2020, 18:15 1554 ნახვა

„საპენსიო სააგენტო" ახალ დირექტორს ეძებს. ვაკანსიის მაძიებლებისთვის, განაცხადების მიღება 31 იანვრამდე გაგრძელდება. განაცხადში მითითებულია,რომ „საპენსიო სააგენტოს" დირექტორის ყოველთვიური ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება. როგორც ცნობილია, ლევან სურგულაძე „საპენსიო სააგენტოს" დირექტორის თანამდებობას 16 იანვრიდან ტოვებს.

ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს, სადაც ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრები შედიან, განცხადებით მიმართა. სურგულაძე თანამდებობაზე 5 წლის ვადით იყო დანიშნული და ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვების მიზეზად „სხვა გეგმების" ქონას ასახელებს.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით. დირექტორი საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში არ მონაწილეობს და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში