''ათასი ერთეული გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში აქვს ქვეყანას’’- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ,, მთავარის’’ შეკითვის საპასუხოდ განაცხადა. ჩვენ დავინტერესდით იმ შემთხვევაში, თუ სეზონური გრიპის მეორე ტალღა წამოვა, სახელმწიფო ვაქცინის საჭირო რაოდენობით დახვდება თუ არა ვირუსს?
თუმცა „მთავარის“ გადამღები ჯგუფი მსხვილ სააფთიაქო ქსელებში იმყოფებოდა და გაირკვა , რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ბათუმში არც ერთ აფთიაქში არ იყიდება. ამირან გამყრელიძეს კერძო სექტორზე კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, სახელმწიფოს, 100 ათასი ვაქცინა ჰქონდა შეძენილი, აქედან 15 ათასი მხოლოდ აჭარაში მცხოვრებთათვის იყო გათვლილი. გუშინ, რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს , რომ მარაგი თითქმის სრულადაა ამოწურული.