მერკელი-პუტინის  შეხვედრა   იგეგმება

11 იანვარი 2020, 12:10 1146 ნახვა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განიხილავს. რუსული მედიის ცნობით, დღეს შეხვედრა, რუსეთის ლიდერის ინიციატივით გაიმართება.

როგორც ცნობილია, რუსეთში ანგელა მერკელთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასიც მიემგზავრება. ვლადიმერ პუტინი აღნიშნულ საკითხზე თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს ტელეფონით უკვე ესაუბრა. კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო ზარი, ფრანგი პოლიტიკოსის მიერ იყო ინიცირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი