ავსტრალიის ვიქტორიას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

09 იანვარი 2020, 11:01 1270 ნახვა

ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში ხელახლა გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა.  გავრცელებული ინფორმაციით, შტატში ცეცხლი მილიონ ჰექტარზეა გავრცელებული. სინოპტიკოსები კვლავ ჰაერის მაღალ ტემპერატურას და ქარს პროგნოზირებენ.

მეტეოროლოგიური ბიუროს განცხადების პარალელურად, ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დამატებითი ევაკუაციის განკარგულება გასცა.  

ავსტრალიაში ხანძრებს სექტემბრის შემდეგ ვერ აქრობენ. ქვეყნის მასშტაბით 26 ადამიანია დაღუპული. ეკოლოგების ინფორმაციით, განადგურებულია დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში