2019 წლის 6 დეკემბერს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის დანიშვნიდან 2 კვირაში, მისი მოადგილის ნათია ზოიძის წინააღმდეგ დისციპლინარული წარმოება დაიწყო. საქმე ეხებოდა ტელევიზიიდან საარქივო მასალების გამოთხოვისა და მისი შესაძლო გაცემის საკითხს.
მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილმა წევრმა ბეჟან გობაძემ, ტელევიზიას ის მასალები სთხოვა, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ფიგურირებდა.
გიორგი კოხრეიძეს ეჭვი ჰქონდა, რომ ბეჟან გობაძემ მასალების ნაწილი ტელეკომპანიის არქივიდან საფასურის გარეშე გაიტანა. საწინააღმდეგოს ამტკიცებდა მისი მოადგილე ნათია ზოიძე, მისი განმარტებით, ბეჟან გობაძეს მასალები არ წაუღია.
ორთვიანი მოკვლევის შემდეგ დირექტორმა საქმის წარმოება შეწყვიტა, იმ მოტივით, რომ მაუწყებელს არ აქვს არქივიდან მასალების გაცემის წესი და შესაბამისად, დისციპლინარული წარმოება და სანქცია შესაძლოა ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო. ბრძანებაში დირექტორი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით თანამშრომელს უნდა ჰქონდეს საქმის წარმოების წესზე ინფორმაცია და უნდა იცოდეს მისი დარღვევისთვის შემთხვევაში რა სანქცია შეიძლება დაეკისროს.
''ვინაიდან მაუწყებლის მიერ არ არის დადგენილი საარქივო მასალების გაცემის წესი და პროცედურა, მიუხედავად პროცესის მართვის არათანმიმდევრულობისა დასაქმებულების, მაუწყებლის დირექტორის პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის, არქივის სამსახურის უფროსის - თამილა გუჯაბიძის და ფონოთეკარ - მეგი კირთაძის მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული დისციპლინარული სანქცია და დაწყებული წარმოება უნდა შეწყდეს'' - წერია გიორგი კოხრეიძის ბრძანებაში, რომელიც 3 იანვარსაა გამოცემული.
ბრძანებაში დირექტორი ასევე წერს, რომ ნათია ზოიძის დავალებით, არქივის თანამშრომლებმა ეტაპობრივად "დამუშავებული მასალების მნიშნელოვანი ნაწილი (30 ვიდეომასალა) გასცეს ისე, რომ არც განხორციელებულა ქრონომეტრაჟის დათვლა და საფასურის დაანგარიშება". შესაბამისად ყოფილ მრჩევლისთვის მაუწყებელს თანხის გადახდა არ მოუთხოვია.
გიორგი კოხრეიძე წარმოების ფარგლებში შესული წერილების საფუძველზე ადგენს, რომ ნათიას ზოიძემ და არქივის თანამშრომლებმა პროცესი არაეფექტურად მართეს
დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე დასაბუთების ნაწილს არ ეთანხმება. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროც იძიებს. ნათია ზოიძემ თავდაპირველად პროკურატურას მიმართა, რომელიც მოგვიანებით გადაეწერა შს სამინისტროს. მის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს.
არქივის საკითხს ეხება კიდევ ერთი განცხადება, რომელიც მაუწყებლის დირექტორმა 30 ნოემბერს გააკეთა. მაუწყებელტან ინტერვიუში გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ საინფორმაციო სამსახურის მასალების 6 თვის არქივიც გაქრა, თუმცა საკითხზე მოკვლევა არ დაუწყია.
მაუწყებლის დირექტორს მისი არჩევდიან 2 კვირაში დისციპლინარული წარმოების დაწყება, მისი მიერ გაკეთებული განცხადებები ნათა ზოიძის "პოლიტიკური დღის წესრიგის" შესახებ და ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები, ზეწოლად და საინფორმაციო სამსახურის პოლიტიკის შეცვლის მცდელობად შეაფასა მისმა მოადგილემ. ნათია ზოიძე ამბობს, რომ დირექტორი მისი ობიექტური ჟურნილისტის რეპუტაციის შელახვას და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებას ცდილობდა, რაც თავიდანვე აბსურდი იყო.
ამ პროცესებში ჩაერთნენ და განცხადებების გააკეთეს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წევრებმაც. თქვეს, რომ ნათია ზოიძისთვის ხელშეკრულების შეცვლით საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლი ეჭვი პრაქტიკულად ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა.