კაცმა დეიდას სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, სახლიდან კი ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო - შსს

03 იანვარი 2020, 17:31 2588 ნახვა

პოლიციამ დააკაცა 27 წლის მამაკაცი, რომელმაც 2 იანვარს, ქალაქ წნორში, დეიდას თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი სახლიდან ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. ბრალდებული კი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე აიყვანეს. 

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი