ორ დღეში საახალწლო ასაფეთქებლების გამოყენების შედეგად 81 ადამიანი დაშავდა

02 იანვარი 2020, 13:53 1564 ნახვა

31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს საქართველოს მასშტაბით პიროტექნიკით დაზიანების 81 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 33 შემთხვევა რეგიონებში იყო, საიდანაც 16 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭიდა. თბილისში დაფიქსირებული 48 შემთხვევიდან კი 35 საავადმყოფოში მოხვდა.

რაც შეეხება აჭარას, აჭარაში პიროტექნიკით დაზიანების 4 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 1 ქობულეთში და 3 ბათუმში.

ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში