რამდენიმე საათი საახალწლო გალა კონცერტამდე - ღონისძება ბათუმის ბულვარში 23 საათზე დაიწყება

31 დეკემბერი 2019, 17:58 1528 ნახვა

წელს საახალწლოდ მორთული ბათუმის ბულვარი განსაკუთრებით ლამაზია, ნაძვის ხეც ძველ ბულვარში დაიდგა, რაც ბევრისთვის  მოსაწონი აღმოჩნდა, აქვეა მოწყობილი საზაფხულო თეატრთან და კოლონადებთან  საკონცერტო სცენა.

ღონისძიებები კი 5 დღეა მიმდინარეობს, მთავარი ფინალური გალა კონცერტი  23 საათზე დაიწყება, იმღერებენ ცნობილი ქართველი ვარსკვლავები, მათ შორის ნინო ქათამაძე,  ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, კახაბერი და ხანუმები, ასევე მუსიკალურ ნომრებს შეასრულებს ორკესტრი შეუდარებელი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი