საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 12 საათიდან დაიწყება და დღის ბოლოს გალა კონცერტით დასრულდება. მთავარი ღონისძიება 23 საათზე გაიმართება. ბათუმელების წინაშე სოლო შემსრულებლებთან ერთად ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარდგება. კონცერტები კი 7 იანვრამდე გაგრძელდება. ორგანიზატორების თქმით, გალა კონცერტი მასშტაბური იქნება და თითქმის ყველა ქართველი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას.
რა ვითარებაა ახლა ბულვარის ტერიტორიაზე, რა ღონისძიებებია დღის განმავლობაში დაგეგმილი და საღამოს კონცერტი რომელ საათამდე გაგრძელდება? დეტალები გაიგეთ ჩართვიდან.