2019 წლის ეკონომიკა

29 დეკემბერი 2019, 20:00 2580 ნახვა

2019 მძიმე წელი იყო ეკონომიკური მიმართულებითაც. მოვლენა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს დაეტყო და მისი სიმძიმე პირადად გამოსცადა, ლარის რეკორდული გაუფასურება იყო.  ეროვნული ვალუტა, წლის ბოლოსთვის გამყარდა, თუმცა ფასები პროდუქტებზე, რომელიც ლარის კურსის შესაბამისად გაიზარდა, ისევ უცვლელი დარჩა.წლის განმავლობაში,  პროდუქტების გარდა, რამდენჯერმე გაიზარდა საბანკო კრედიტების პროცენტი.

ლარის გაუფასურების მიზეზად შემცირებული ინვესტიციები, ინვესტიციების შემცირების მიზეზად კი, ახალი რეგულაციები დასახელდა. კიდევ უფრო დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და შემცირებული ინვესტიციების ფონზე, ქვეყანა 2020 წელს, გაზრდილი ვალდებულებებით შეხვდება. საქართველოს საგარეო და საშინაო ვალი, მიმდინარე წელს 2 ნახევარი მილიარდით გაიზარდა.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში