მუფთის ყოფილი მრჩეველი მუქარაზე საუბრობს

28 დეკემბერი 2019, 12:25 1314 ნახვა

მუფთის ყოფილი მრჩეველი მისი მისამართით მუქარაზე საუბრობს. თემურ გორგაძე აცხადებს, რომ ახალი მუფთის არჩევაში სახელმწიფო უშიშროების სამმართველო იყო ჩართული. მისივე თქმით, ორგანიზაცია "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს" დაარსების დღიდან სპეცსამსახურები აკონტროლებენ.

თემურ გორგაძემ ახალი მუფთის არჩევა თანამოაზრეებთან ერთად გააპროტესტა. მუსლიმთა სამმართველოში კომენტარი გაკეთება მოგვიანებით დაგვპირდნენ, რომელსაც მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთი ადამ შანთაძე,3 დღის წინ გახდა. ის ამ თანამდებობაზე მუსლიმთა სამმართველოს მეჯლისმა 5 წლის ვადით აირჩია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი