ქობულეთის მომავალი წლის თითქმის 37 მილიონიანი ბიუჯეტი დამტკიცდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატების გარდა, ფინანსურ დოკუმენტს პატრიოტთა ალიანსმაც დაუჭირა მხარი. პროექტის პრიორიტეტები ამ შემთხვევაშიც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ხელისუფლების წევრებს შორის დავის საგანი იყო. მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში 5 მილიონზე მეტითაა გაზრდილი.