13 ხმით სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე გახდა

25 დეკემბერი 2019, 20:39 2154 ნახვა

ხმაური და დაპირისპირება სამუფთო სამმართველოში - სრულიად საქართველოს მუფთის პოზიციაზე ხმათა უმრავლესობით ადამ შანთაძე აირჩიეს. იგი მანამდე მოადგილე იყო. სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სამუფთოს თანამშრომლებმა რეზო მიქელაძემ და თემურ გორგაძემ სკანდალური განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, ადამ შანთაძე აირჩია სუს-მა და არა მეჯლისმა. მათივე განცხადებით, საბჭოს 19 წევრს  გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაურეკეს და აიძულეს ამ გადაწყვეტილების მიღება. მათ პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს.

თანამდებობა დატოვა ასევე,  სამუფთოს პრესსამსახურის უფროსმა. გავრცელებული ცნობებით სხვა თანამშრომლებიც აპირებენ სამუფთოდან წასვლას. „დღეს საქართველოს ხელისუფლებამ მუსლიმი თემი კიდევ ერთხელ შეურაცხყო“  -ასე გამოეხმაურა არჩევნებს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე. ბრალდებებს უარყოფს არჩეული მუფთი.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი