ბათუმის საკრებულოში 2020 წლის ბიუჯეტზე მსჯელობენ

25 დეკემბერი 2019, 12:00 1616 ნახვა

ერთი საათია ბათუმის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, დღეს საკრებულო ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს   დაამტკიცებს. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კორექტირებული ვარიანტის მიხედვით, 157 მილიონ 630 ათასი ლარია. აქედან ხარჯებისთვისაა განკუთვნილი 100 მილიონი. 

ოპოზიცია ამბობს, რომ 26 მილიონამდეა სახელფასო ხარჯი და გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები, რაც მათთვის მიუღებელია. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში