ფეისბუქის მიერ ასობით ყალბი გვერდის გაუქმების შესახებ საუბრისას, ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეზინფორმაცია არა მხოლოდ ფეისბუქში, არამედ, სატელევიზიო სივრცეშიც. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, დეზინფორმაციის წინააღმდეგ პარლამენტში ინიცირებული აქვთ კანონპროექტების პაკეტი.
"მარტო ფეისბუქი ხომ არაა პრობლემა, პრობლემა გვაქვს სატელევიზიო სივრცეშიც, სადაც ყოველდღიურად ვრცელდება დეზინფორმაცია და აგრესია... როდესაც კონკრეტული ტელევიზია დედას აგინებს სხვას", — ამბობს კობახიძე და აღნიშნავს იმასაც, რომ ამ პროექტს იმ არასამთავრობოებთან ერთად განიხილავენ, რომლებიც დღეს საუბრობენ დეზინფორმაციაზე. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
20 დეკემბერს ფეისბუქმა 396 გვერდი და ჯგუფი და ათეულობით ყალბი ანგარიში წაშალა.