ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკრეტული წინადადებები პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მთავრობის ხელმძღვანელს საკოორდინაციო ჯგუფმა წარუდგინა, რომლის შემადგენლობაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები შედიან. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ის გამოწვევები, რაც გასულ წელს არსებობდა, მათ შორის საპარკინგე ადგილების რაოდენობა, გზების წმენდის ინტენსივობა და ჯანდაცვის სერვისები.