''ერთად ერთის წინააღმდეგ“ - ამ წუთებში ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია - მსველელობა მიმდინარეობს. ლიდერები ჟურნალისტებთან განცხადებებს აკეთებენ.
როგორც ცნობილია, ისინი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - საქართველო! საქართველო! ისინი ბათუმის მერიის შენობისკენ მიემართებიან, სადაც აქცია გაგრძელდება და ოპოზიციის ლიდერები სიტყვით გამოვლენ.