„ფეისბუქის“ კვლევა იმის მტკიცებულებაა, როგორ მტრობდა ქვეყანას ხელისუფლება ივანიშვილის ლიდერობით, როგორ ხარჯავდა ფულს სიბინძურის დასათესად”- ამას გიგა ბოკერია აცხადებს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ამ საკითხის გარშემო დეტალური გამოძიება უნდა ჩატარდეს.
მესამე სექტორში კი ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევის დროს, მაღალი თანამდებობის პირები უნდა გადადგნენ. ფინანსდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან, ანტიდასავლური ნარატივის გავრცელება?