საპარლამენტო უმრავლესობა დიდი ძალაუფლებაა და მნიშვნელოვანია დამაბალანსებელი ძალა - ელჩის პასუხი არაფორმალურ მმართველობაზე

20 დეკემბერი 2019, 10:59 1557 ნახვა

ჟურნალისტი: როგორია თქვენი რეაქცია მაშინ, როდესაც საფრანგეთის მოქალაქეს ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკვე დასავლურ მედიაშიც ხშირად მოიხსენიებენ როგორც არაფორმალურ მმართველს  ან ოლიგარქს?​

საფრანგეთის ელჩი: არ ვიცი ჩემი მოვალეობაა თუ არა კომენტარი გავაკეთო იმაზე, თუ რას წერენ გამოცემები რომელიმე საფრანგეთის მოქალაქეზე, საფრანგეთის მოქალაქეები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ, საფრანგეთის ელჩის სათქმელი არაა ვინ არის მართალი და ვინ როგორ უნდა მოიქცეს. ლიბერალურ დემოკრატიაში ადამიანები თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ და გაზეთები ამბობენ, რაც სათქმელი აქვთ, ხოლო სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით უკანაა დახეული. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მყარი ინსტიტუტები იყოს.

საკონსტიტუციო რეფორმა რომელიც ძალაში ახლახან შევიდა, პარლამენტის პრეროგატივის გაძლიერებას ითვალისწინებდა, ეს მნიშვნელოვანი რამაა, მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში. ეს ისაა, რაზეც ჩვენ ბევრს ვმუშაობთ. არსებობს პოლიტიკური სისტემები, სადაც ძალაუფლება ძალიან ცენტრალიზებულია.  როცა საპარლამენტო უმრავლესობა არსებობს, ეს დიდი ძალაუფლება, ასეა მაგალითად საფრანგეთში, მაგრამ ასეთ პოლიტიკურ სისტემაში მნიშვნელოვანია, დამაბალანსებელი ძალები. პრესის თავისუფლება დამაბალანსებელი ძალაა, სამოქალაქო საზოგადოება დამაბალანსებელი ძალაა და ამაზე ვისაუბრეთ, მოსამართლეების დამოუკიდებლობა დამაბალანსებელი ძალაა, ყველა ეს საკითხი უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან თუ ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება, არსებობენ სხვა ადამიანებიც, ვისაც აქვთ ძალაუფლება და ამგვარად სისტემა ხდება გაწონასწორებული. ესაა ის რასაც ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს, ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ რეალურად ჩვენი ქმედებებით,"- ამბობს დიეგო კოლასი.

ელჩი ინტერვიუს დროს განსაკუთრებულ ყურადღებას პრესის თავისუფლებაზე აკეთებს.

"ვფიქრობ ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თქვან რასაც გრძნობენ, უნდა თქვან, ის რაც გაანალიზეს და გაიგეს და არ უნდა იყვნენ ვინმეს ზეწოლის საგანი. ვიცი რომ აჭარის ტელევიზიას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს ამ საკითხში და ამას გილოცავთ, ამიტონ მოვისურვე, რომ ერთ-ერთი პირველი ინტერვიუ თქვენთან ჩამეწერა. რაც შეეხება კრიტიკულ პრესას, ესეთი რაღაცეები ხდება როცა პოლიტიკაში ხარ, ზოგჯერ გაკრიტიკებენ, ეს ჩვეულებრივია. პოლიტიკოსებმა იციან რომ როდესაც მათ პრესა აკრიტიკებს ეს პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელია. როცა არ ეთანხმებიან კრიტიკას ისინი პასუხობენ, ეს მათი უფლებაა. პრესა ასევე მათ პასუხებსაც ავრცელებს. ეს პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი მედიაციაა, რათა უთანხმოება გადაწყდეს, რათა სამოქალაქო საზოგადოებამ წინსვლა განიცადოს მხოლოდ ერთობით"-განაცხადა დიეგო კოლასმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში