ლიბიიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ. მათ სტამბოლში საქართველოს ვიცე-კონსული დახვდა. ორი წლის წინ ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის ორი ქართველი მეზღვაური, კაპიტანი - გენადი კომახიძე და მეორე თანაშემწე - რომან კაკალაძე, პატიმრობიდან ორი დღის წინ გათავისუფლდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს იფნროამციით, „მეზღვაურის გათავისუფლების საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართულები, თანამშრომობდნენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოები, უკრაინაში და ნიუ-იორკში კი საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.