ბათუმში, კისრის არეში დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია უტარდება

18 დეკემბერი 2019, 22:47 5738 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიციელი კისრის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. დაჭრილი პოლიციელი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. 

"ახლა შეიყვანეს საოპერაციოდ" - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა. 

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.  თვითმხილველები აცხადებენ, რომ პოლიციელს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დააკავეს ერთი მამაკაცი, რომელიც ბათუმში პოლიციელს თავს დაესხა და ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი