მოზარდის გარდაცვალება - პოლიტიკური შეფასებები

18 დეკემბერი 2019, 20:20 1170 ნახვა

როდესაც ბავშვი იღუპება ამაში დამნაშავე მთელი საზოგადოება ვართ - ამბობს კახი კალაძე. დაისჯება ყველა ვისი ბრალეულობაც დადასტურდება - აცხადებს პრემიერი გახარია. ოპონენტები კი მიუთითებენ, რომ ახლა პოლიტიკური პასუხისმგებლობა სახელმწიფო თანამდებობის პირებმა უნდა აიღონ.  მარიამ ჯაშის თქმით ამის თავიდან აცილების უფლებას არავის მისცემენ.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით  კი ისინი აუცილებლად დაიბარებენ პრემიერს პარლამენტში და ჰკითხავენ - რატომ გადმოიბარეს სისტემა? დღეს საქმესთან დაკავშირებით  განცხადებები გააკეთეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. ამბობენ, რომ აუცილებელია ქვეყანაში გაძლიერდეს  ფსიქო-სოციალური დახმარების მიმართულება, სამართალდამცველებმა კი სწორად უნდა გამოიყენონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი