"რვაფეხა" აუქციონზე გაიტანეს  - რა განთავსდება კაფე "ფანტაზიაში"

18 დეკემბერი 2019, 14:59 2007 ნახვა

ბათუმის ბულვარმა დღეს აუქციონზე კაფე "ფანტაზია", იგივე რვაფეხა და მის ირგვლივ არსებული მიწის ნაკვეთი. აუქციონი 18 დეკემბერს გამოცხადდა, და შვიდ დრეში დასრულდება.  ეკონომიკის სამინისტრო, შენობის გასაქირავებლად, წლიურად მინიმუმ 150 000 ლარს ითხოვს. ეს არის საწყისი საიჯარო ქირა, ხოლო ყოველი ბიჯი 4500 ლარს შეადგენს. ბულვარი  საგარანტიო თანხად კი, 75 ათას ითხოვს. 

 შენობას კაფის მოსაწყობად სამი წლით ქირავდება. აუქციონის პირობის თანახმად, გამარჯვებულ პირს ან კომპანიას, აქვს ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში აამუშაოს კაფე, მანამდე კი ბულვარს სკამების, მაგიდების, ქოლგებისა და გამწვანების ესკიზი შეუთანხმოს. მისი შეცვლის უფლება კი, ბულვარის ადმინისტრაციის გარეშე არ ექნება. 

განსაზღვრულია ის პროდუქციაც, რისი შეტანაა დაშვებული: საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი, ყავა, გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები, პურ-ფუნთუშეული, ხილის წვენები, შოკოლადი, ხილი.

ნებისმიერი სხვა პროდუქციით კლიეტთა მომსახურეობა ითვლება იჯარის ხელშეკრულების არსებით დარღვევად და გამოვლენისთანავე წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების დაუყონებლივ, ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს.

აუქციონში მონაწილეობა შეუძლია, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიული პირებს. გამარჯვებულს არ აქვს უფლება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები, ბათუმის ბულვარის წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს;

მოიჯარე ვალდებული იქნება, იჯარის გასვლის ვადის შემდგომ, გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.  მეიჯარე იტოვებს უფლებას აჭარის ეკონომიკის სამინისტროს (მესაკუთრე) მოთხოვნის შემთხვევაში, მოსთხოვოს მოიჯარეს ქონების გამოთავისუფლება 3 თვის განმავლობაში და მიმართოს მოიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

ასევე, მოიჯარე ვალდებულია ბულვარის მიმართვის საფუძველზე, უსასყიდლოდ დაუთმოს საიჯარო საგნის სივრცე საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარებისათვის.

კაფე უნდა ფუნქციონირებდეს წელიწადში არანაკლებ 6 თვე, ამასთანავე უწყვეტად  უნდა ფუნქციონირებდეს 01 ივნისიდან 30 სეტემბრამდე.



''რვაფეხას'' რეაბილიტაცია  21 აგვისტოს დასრულდა, რისთვისაც 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. თანხა ფონდა ''ქართუმ'' დაფარა. 

კაფე "ფანტაზიის" დანგრევის შესახებ ინფორმაცია 2014 წელს გავრცელდა, მის გადასარჩენად, ბათუმელების ნაწილი და საზოგადოება  "ბათომი" აქციებს მართავდა. შენობის რეაბილიტაცია 2016 წელს გადაწყდა.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი