ხვალ აჭარაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს, საკმაოდ დათბება მთაშიც, სადაც +13, +15 გრადუსი იქნება.
18 და 19 დეკემბერის ამინდის პროგნოზი:
ბათუმში - მზიანი ამინდი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +7 დღისით +19 გრადუსი.
ქობულეთში - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3 დღისით +18
შუახევში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1 დღისით +14
ხულოში - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1 დღისით +12
ქედაში - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +7 დღისით +17
გოდერძის უღელტეხილზე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -4 დღისით +5.
ფოტო: თეონა ზედანია