მთავრობა ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ 4 261 კვ.მ მიწის ნაკვეთს ყიდის

16 დეკემბერი 2019, 20:46 3680 ნახვა

რა ბედი ელის 25-მდე მოვაჭრეს ქობულეთში? ეს საკითხი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რადგან ტერიტორიას სადაც ისინი წლებია ვაჭრობენ აჭარის მთავრობა ყიდის. საუბარია ქობულეთის რკინიგზის სადგურთან არსებულ 19 შენობაზე. ფაქტია, რომ მოვაჭრეებთან მოლაპარაკება მთავრობას აუქციონის პირობებში არ ჩაუწერია. არადა ქონების მომავალმა მესაკუთრემ აქ სწორედ სავაჭრო ცენტრი უნდა ააშენოს.

სამინისტროში ამბობენ, რომ მოვაჭრეებს საიჯარო ვადა ამოწურული აქვთ. მერია გარემოვაჭრეების დასახმარებლად მიმართვის შემთხვევაში მზაობას გამოთქვამს. აუქციონი დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. მთავარი პირობა სავაჭრო ცენტრის აშენება და მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაა, ქონების საწყისი ფასიც მილიონი ლარია. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში