საშუალო ხელფასი საქართველოში 1217 ლარია - საქსტატი

16 დეკემბერი 2019, 13:34 3195 ნახვა

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა - 2 008.4 ლარი, ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 958.7 ლარი, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 936.2 ლარი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1 898.6 ლარი.

2019 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარია, ხოლო კაცების - 1 475.7 ლარი. შესაბამისად, ხელფასების წლიურმა ზრდამ, ქალების შემთხვევაში 72.2, კაცებში კი 115.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 129.5 ლარით გაიზარდა და 1 316.2 ლარი შეადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი