მობილიზაცია რეგიონებში 

14 დეკემბერი 2019, 20:20 2148 ნახვა

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბრიდან გახდა და აღმასრულებელ ორგანოს მომავალი წლის 15 მაისის ჩათვლით უხელმძღვანელებს. თავმჯდომარეობა ქვეყანამ საფრანგეთიდან გადმოიბარა. ევროპის საბჭოს  წევრი ქვეყნები მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეები ანბანის მიხედვით, როტაციით ხდებიან.

რეგიონებიდან დედაქალაქში „ქართული  ოცნების“ მხარდამჭერები დილით ადრე მიკროავტობუსებით გაემგზავრნენ. ისინი რაიმე სახის ზეწოლას უარყოფენ, თუმცა მოქალაქეებზე სავარაუდო პირდაპირი და ირიბი ზეწოლის ფაქტებზე განცხადებები გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა კი რეგიონებში  მოქალაქეები გამოკითხეს, რომლებმაც კონფიდენციალობის სრული დაცვის პირობით, დაადასტურეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შესაძლო ზეწოლაზე.

მოქალაქეებს აქციაზე წასვლაზე უარის შემთხვევაში სამსახურში პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ ან მიანიშნებდნენ.  არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს, ასევე - სამსახურების ხელმძღვანელებს მოუწოდეს, შეეწყვიტათ თანამშრომელთა იძულება, საგამოძიებო ორგანოებს კი ურჩიეს გამოევლინათ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი